ლანდშაფტური დიზაინი, ანუ დეკორატიული კრეჭის მწვანე ხელოვნება

Sputnik

ბაღები ოდითგანვე სივრცის ორგანიზების ტრადიციული ფორმა იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საუკეთესო ლანდშაფტური არქიტექტურული ნამუშევრები.

ლანდშაფტური დიზაინრების ფანტაზია უსაზღვროა. ევროპულ პროვინციაში უჩვეულო "მწვანე" ობიექტების ხილვა ყველგან შეიძლება. ლანდშაფტური დიზაინი — საერთო და უნივერსალური დისციპლინაა. ლანდშაფტური დიზაინის მთავარი მიზანია – შექმნას ჰარმონია, კომფორტისა და სილამაზის შერწყმა შენობის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

1 / 8
რენესანსის ხანაში ევროპაში გაჩნდა ბაღები, რომლებშიც მცენარეებს ქონდათ კუბის, ბურთის და პირამიდის ფორმები. ყველა სასახლისათვის ხეებს ინდივიდუალურად აფორმებდნენ, ოსტატები კი ერთმანეთს ფანტაზიებით ეჯიბრებოდნენ
2 / 8
რთული სკულპტურული კონსტრუქციების შესაქმნელად აუცილებელია კარკასის გაკეთება. ამისათვის გამოიყენება თუთიის მავთულები, ან დაგრეხილი ბადე. სკულპტურის გაკეთების შემდეგ, როდესაც ყველა ზედმეტი ფოთოლი და ტოტი მოჭრილია, დიზაინერს შეუძლია ტოპიარი დამატებითი დეკორატიული დეტალებით გააფორმოს
3 / 8
ტოპიარები - საზოგადოებრივი სივრცისა და ქალაქების პარკების პოპულარული მოსართავები. ისინი იზიდავენ ტურისტებს, აფერადებენ გარემოს და ლამაზ ფონს ქმნიან ფოტოების გადასაღებად
4 / 8
დეკორატიული კრეჭა ანუ ტოპიარი ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა. ტოპიარის ოსტატები ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდში გამოჩნდნენ. ამ მიმართულების საშუალებით მცენარეებისათვის სასურველი ფორმის მიცემაა შესაძლებელი
5 / 8
იაპონიაში ტოპიარი ბონსაის ხელოვნებას მოიაზრებს. მცენარის ორიგინალური ფორმის შესანარჩუნებლად ის გადააქვთ პატარა საინზე, შემდეგ რეგულარულად კრეჭენ. ბალახის იმიტაციისათვის ნიადაგის ზედაპირს ხავსით ფარავენ, რისთვისაც ყოველდღიური მორწყვა და ჰაერის მაღალი ტენიანობაა საჭირო
6 / 8
ძველ რომაელ მებაღეებს აზრადაც არ მოუვიდოდათ, რომ თანამედროვე საზოგადოება ამ ხელოვნების ასე დახვეწას შეძლებდა
7 / 8
თანაბდრად გაკრეჭილი ბუჩქების რიგებს მოსკოვშიც შეხვდებით. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მათ დედაქალაქის პარკებში რგავენ
8 / 8
წლის განმავლობაში სპეციალისტები აკვირდებიან და ძირკვავენ ავარიულ ხეებს. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან მცენარეები, რომლებსაც დაუზიანდათ ფესვები, გადაიხარნენ ან გახმნენ. თუ ხის ტოტები საგზაო ნიშნებს ან შუქნიშნებს ფარავენ, მებაღეები ამ ტოტებს ჭრიან