ბაქრაძე: სექსი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომელიც ხსნის სტრესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს

სექსოლოგი არჩილ ბაქრაძე საუბრობს იმაზე, არის თუ არა სექსი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
Sputnik

„სექსი მარტო სიამოვნება ჰგონიათ. ის გამოიმუშავებს ურთულეს ჰორმონებს, რომელიც არის ბიოლოგიური ნარკოტიკის მაგვარი ნივთიერებები, რომლებიც ხსნის სტრესს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს“, – ამბობს არჩილ ბაქრაძე.

სექსოლოგის თქმით, ქალბატონებს, რომლებიც რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას ეწევიან, აქვთ ნაკლები ნაოჭი. ბაქრაძის განცხადებით, სექსი ადამიანებს უნარჩუნებს 50 პროცენტ სილამაზეს.