სანთლები, სათამაშოები და ცრემლები – სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი აშშ-ის საელჩოსთან

Sputnik

ორშაბათს, საღამოს აშშ-ის საელჩოსთან სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოემშვიდობნენ თბილისელები ახალგაზრდა ოჯახს.

ინფორმაცია რაიან და ლორა სმიტების დაღუპვის, ხოლო მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ პარასკევს გავრცელდა. იმავე დღეს პოლიციამ სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების ავტომობილი და პირადი ნივთები იპოვა, სამი კილომეტრის მოშორებით კი ბავშვის დედის ცხედარი. მეორე დღეს ხეობაში მისი მეუღლის, რაიანის ცხედარიც აღმოაჩინეს. მალევე პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია — ეს ადგილობრივი მწყემსი აღმოჩნდა. გამოძიების მონაცემებით, მკვლელობის მიზეზი გახდა კონფლიქტი, რომელიც მწყემსსა და რაიანს შორის მოხდა.

1 / 14
ათობით ადამიანი შრიკრიბა აშშ-ის საელჩოსთან თბილისში, რათა პატივი მიეგოთ საქართველოში ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი ოჯახის ხსოვნისათვის
2 / 14
რაიან და ლორა სმიტები გასულ კვირაში დაღუპულები აღმოაჩინეს ხადას ხეობაში, მათი შვილი კი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს იმავე რაიონში
3 / 14
ლორა და რაიან სმიტები საქართველოში აშშ-იდან დაახლოებით ექვსი წლის წინ ჩამოვიდნენ. ისინი მარნეულში ცხოვრობდნენ. 2012 წელს მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს
4 / 14
დუშეთში ოჯახი დასასვენებლად და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად წავიდა. ეს მოგზაურობა მათთვის საბოლოო აღმოჩნდა
5 / 14
პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა - 20 წლის ადგილობრივი მწყემსი. გამოძიების ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის მიზეზად იქცა კონფლიქტი რაიანსა და მწყემსს შორის
6 / 14
ოჯახის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მივიდნენ მათი მეგობრები
7 / 14
თბილისელებმა აშშ-ის საელჩოს შენობასთან მიიტანეს ყვავილები, სათამაშოები და ღია ბარათები
8 / 14
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს: "შოკში ვართ!", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა
9 / 14
Зверское убийство семьи Смит в ущелье Хада шокировало всю Грузию.
10 / 14
სამძიმარზე მისულები სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ყვავილებს ტოვებდნენ და სანთლებს ანთებდნენ
11 / 14
ხალხი სამძიმრის წერილებს ტოვებდა
12 / 14
აქციაზე მივიდა 2017 წლის 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე
13 / 14
საელჩოში ჯერ არ იციან, როდის და სად დაკრძალავენ სმიტების ოჯახს
14 / 14
საელჩოში დაღუპულების ნათესავებსა და ახლობლებს ელიან