ახალციხეში 31 წლის კაპრალი დაიღუპა

მირჩა ჩაჩუა გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი- Sputnik. ახალციხეში,  ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს  31 წლის კაპრალი მირზა ჩაჩუა  დაიღუპა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ქობულეთში პოლიციის უფროსი მოკლეს

მამაკაცი ორშაბათს, დილით გარდაიცვალა. ის სამხედრო ავტომობილის მძღოლი იყო და წვრთნებზე იმყოფებოდა, რომლის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა. სამხედრო  გულის უკმარისობით ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყებულია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს  სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირჩა ჩაჩუას  გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.