ახალი გზა ბათუმში: როგორ გამოიყურება ერთკილომეტრიანი ესტაკადა

Sputnik

ბათუმის შესასვლელში ერთი კილომეტრის სიგრძის ოთხ სამოძრაო ზოლიანი ესტაკადა გაიხსნა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ახალი გზა

აჭარის მთავრობის მონაცემებით, ესტაკადა სრულად სექტემბრიდან დაიტვირთება. საერთო პროექტის ფარგლებში აშენდება ხუთი გზა, რომლებიც ერთმანეთთან დააკავშირებს ცენტრალურ ხიდს, პორტს და ესტაკადას. ესტაკადისა და დამატებითი გზების მშენებლობაზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 15,3 მილიონი ლარი გამოიყო