რა გახდა ხანძრის მიზეზი ქუთაისში

არსებული ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საერთო საცხოვრებელი სახლის გადახურვა დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ხანძრის შედეგან არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.

ამ დროისთვის საერთო საცხოვრებლის სხვენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია სასხვენო გადახურვა — 300 კვ.მ ფართი.

ადგილზე მუშაობდა  8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.