თბილისელებმა ბენზინზე ფასების ზრდა გააპროტესტეს - ვიდეოკადრები აქციიდან

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო წრიული მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედნის მიმართულებით განაგრძეს.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. თბილისის ცენტრში დღეს  საპროტესტო აქცია „ერთად შევცვალოთ საწვავის ფასი“  გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო წრიული მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყეს და თავისუფლების მოედნის მიმართულებით განაგრძეს. 

აქციის მონაწილეები საწვავზე ფასების ხელოვნურ ზრდას აპროტესტებდნენ  და გარკვეულ მოთხოვნებსაც აყენებდნენ. მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება და საწვავზე ფასი არ დაიწევს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და თბილისის გარეთაც, ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს.