ინგლისის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში 1990 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ინგლისის ნაკრებმა შვედეთს მოუგო 2:0 და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.

გოლები გაიტანეს ჰარი მაგუაირმა (30–ე წუთი) და დელე ალიმ (59–ე).

ინგლისელების მეტოქე მეოთხედფინალურ მატჩში, რომელიც მოსკოვის სტადიონზე „ლუჟნიკი“ 11 ივლისს გაიმართება, რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისს დაიწყო და 15 ივლისს დასრულდება.