თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სოფელ ჭუბერში ცენტრალური გზა გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეს–სამსახური.
სვანეთში, სოფელ ჭუბერში გუშინ უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ხუთი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა ოთხი სახლი. მოსახლეობა ევაკუირებულია. ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარე ნენსკრას კალაპოტის გამაგრება, რათა არ მოხდეს გზების ხელახალა დატბორვა.
ამასთან, აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს დროებითი ხიდების დამონტაჟებისა და პროექტირების სამუშაოები.
ადგილზე დეპარტამენტის 10 ერთეული მძიმე ტექნიკა და სპეციალისტები მუშაობენ.