საშინელი ავარია თბილისში: შსს–მ დამნაშავე გამოავლინა

მიკროავტობუსის დაკავებული მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი  — Sputnik.  დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის  დამნაშავე, რა დროსაც  სამი ადამიანი დაიღუპა, სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი აღმოჩნდა, ნათქვამია შსს–ს პრეს–სამსახურის განცხადებაში. 

„აგროჰაბთან" ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

შსს–ს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ხეივანში პარასკევს დილით სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მიკროავტობუსის მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ალკოტესტმა უჩვენა, რომ იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

გამოძიება მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 6–დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.