საქართველოში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ ათას ადამიანს გადააჭარბა

აჭარაში მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება ფიქსირდება
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik.  საქართველოში წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა. 

აჭარაში წითელა უკან იხევს

მისი სიტყვებით, ყოველდღიურად წითელათი დაავადების 5–10 შემთხვევა ფიქსირდება. ორი პაციენტი, რომლებიც არ იყვნენ აცრილი, გარდაიცვალნენ. პირველ შემთხვევაში აცრა არ იყო გაკეთებული ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მეორე შემთხვევაში კი ექიმების მიერ მიღებული ანამნეზის ფინზე.

„წითელათი დაავადების შემთხვევები, ძირითადად, ფიქსირდება ბავშვებსა და 40 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებში. ეს ორი არაიმუნური კატეგორიის მოქალაქეებია, რომლებიც მარტივად ავრცელებენ ინფექციას. პირველი ვაქცინაცია 12 თვის ასაკში  ტარდება და ერთ წლამდე მისი ჩატარება არარეკომენდებულია“, – განაცხადა ზახაშვილმა ჟურნალისტებთან.

ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის უფროსმა ასევე აღნიშნა დადებითი ტენდენცია, რამდენადაც ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. თუმცა, შემთხვევების აღკვეთისთვის, ეს საკმარისი არ არის.

რამდენადაც აჭარაში ვაქცინაციამ მოქალაქეების მაქსიმალურ რაოდენობას მიაღწია, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რეგიონში 65–70% წითელას შემთხვევები ფიქსირდებოდა.

დღეისათვის ყველაზე პრობლემური თბილისი რჩება, სადაც 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ვაქცინაციას არ იტარებენ.