წყალდიდობა სვანეთში: დრონით გადაღებული კადრები

Sputnik

მდინარე ნენსკრა სვანეთში ნაპირებიდან გადმოვიდა და ჭუბერისკენ მიმავალი გზა დაანგრია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები დრონიდან

სვანეთის სოფელი ჭუბერი მდინარე ნენსკრას კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიტბორა და გარესამყაროს მოწყდა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ჭუბერის მთავარი გზა და დაანგრია ხუთი ხიდი. სოფლის მოსახლეობა ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო შვიდი სახლი დანგრევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.