სტიქია სვანეთში – ჩამოშლილი მთა, ჩახერგილი მდინარე და დატბორილი ჭუბერი

წაღებულია ოთხი ხიდი, დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამ ეტაპზე კატასტროფის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია ზუსტება.

სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები ადგილზე უკვე მუშაობენ.