ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე განცხადებით გამოვლენ ნატოს გენერალური მდივანი, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს გიორგი მარგველაშვილსა და პეტრო პოროშენკოს ბრიუსელში 12 ივლისს ალიანსის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან, ნათქვამია ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოსკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოსთან დაახლოებას „ადეკვატური ზომებით" უპასუხებს

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის დაწყებამდე (სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე) ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, მოგვიანებით კი სტოლტენბერგი და უკრაინის პრეზიდენტი ერთობლივი განცხადებებით გამოვლენ.

საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს "ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

რუსეთი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კატეგორიული წინააღმდეგია. როგორც უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, სამხრეთ კავკასიაში შენარჩუნებულია არასტაბილურობა, რომელიც, მათ შორის, პროვოცირებულია საქართველოს ნატოში გაძლიერებისა და შემდეგ უკვე, ალიანსის მეშვეობით — რეგიონში გაძლიერების მცდელობით.