გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო დატოვა

ადრე კვირიკაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დატოვა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

პარლამენტმა „მცირე მთავრობის“ შექმნას მწვანე შუქი აუნთო

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტი 13 ივნისს დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან  პარტია „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდთან, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობით ახსნა.

 „გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და ახლა მისი ახალი პრემიერით ჩანაცვლების პროცედურა მიმდინარეობს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა. 

თანამდებობის დატოვებამდე ერთი თვით ადრე, გიორგი კვირიკაშვილმა 11 მაისს  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საბჭოს“ თავმჯდომარის პოსტი დაკარგა და თანამდებობა ბიძინა ივანიშვილს დაუთმო. აქედან გამომდინარე, იგი პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი გახდა.