მსოფლიო ითხოვს „თბილისს“ – ქართული სალათის რეცეპტი თითქმის მილიონი ნახვით

Sputnik

სალათის უპირატესობა ისაა, რომ ერთდროულად მსუბუქიცაა და ნოყიერიც. გარდა ამისა, ინგრედიენტების წყალობით, საოცრად ფერადოვანი და არომატული გამოდის.

ქართული კულინარიის შედევრის, სალათ „თბილისის“ ვიდეორგოლის აღწერაში ნათქვამია, რომ რეცეპტს ითხოვს ყველა, ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს კერძს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დარჩება უყურადღებოდ სადღესასწაულო სუფრაზეც კი.

ვიდეორგოლს, რომელიც არხმა Вкусная минутка-მ ატვირთა „იუთუბის“ საკუთარ არხზე, ამ დროისათვის მხოლოდ „იუთუბზე“ 800 ათასი ნახვა აქვს.

იხილეთ ვიდეო და მოამზადეთ „თბილისი“, ჩვენ კი აქვე რეცეპტის ტექსტურ ვერსიასაც გთავაზობთ: 

  • მოხარშული ძროხის ხორცი  – 250 გ;
  • წითელი მოხარშული ლობიო – 200 გ;
  • წითელი ხახვი – 1 თავი;
  • წითელი ბულგარული წიწაკა — 1 ცალი;
  • მწარე წიწაკა – გემოვნებით: ნახევარი ან მთლიანი;
  • ნიორი — 2 კბილი;
  • ნიგოზი — 50 გ;
  • ხმელი სუნელი — 0,5 ჩაის კოვზი;
  • ზეითუნის ზეთი — 30 მლ;
  • ვაშლის ან ყურძნის ძმარი (6%-იანი) — 1 სუფრის კოვზი;
  • ქინძი, პილპილი, მარილი — გემოვნებით.

 

ხახვი წინასწარ უნდა დაამარინადოთ შემდეგი წესით: 1 სუფრის კოვზი ძმარი გახსენით 100 მლ ადუღებულ წყალში, მოათავსეთ მასში ხახვი და გააჩერეთ 7-10 წთ.