თბილისში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დაშავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისში, ვერაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა ჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის შედეგად ერთმა მოქალაქემ მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო, ხოლო ორმა მოქალაქემ — კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია. უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია სახლის მეორე სართული და სხვენი – 100 კვ.მ.

ადგილზე ოთხი სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.