„მოსიარულე მკვდრები": მიცვალებულთა დღე მექსიკურად

Sputnik

ტრადიციული მექსიკური კარნავალი "მიცვალებულთა დღე" წელს მოსკოვში გაიმართა. იხილეთ კარნავალის მონაწილეების ფოტოები, რომლებმაც უნიკლაური გარემო შექმნეს ფესტივალზე

მიცვალებულთა დღეს თანამედროვე მექსიკის ტერიტორიაზე ოდითგანვე აღნიშნავდნენ ძველი ერები. მეცნიერთა აზრით, მიცვალებულთა პატივის მისაგები რიტუალები 2500-3000 წლის წინაც კი იმართებოდა

1 / 10
მექსიკელმა გულშემატკივრებმა მოსკოვის ქუჩებში კარნავალი "მიცვალებულთა დღე" გამართეს. ზეიმის მთავარი სიმბოლო კალავერა კატრინა იყო
2 / 10
მიცვალებულთა პატივის მიგების ტრადიცია ინდიელების რწმენით სიკვდილი ნათელი დასაწყისი იყო
3 / 10
დღესასწაული ყოველ წელს აღინიშნება პირველ და ორ ნოემბერს მექსიკაში, გვატემალაში, ნიკარაგუაში, ჰონდურასში, სალვადორში
4 / 10
გარდაცვალების დღეს მექსიკელები მხიარულობენ, ისინი ამზადებენ თავის ქალის ფორმის ტკბილეულს და ქალის ჩონჩხის ფიგურებს
5 / 10
ჩონჩხები ქალის სამოსში ლამაზი ფერებითაა მორთული
6 / 10
მიიჩნევა, რომ ამ დღეს მიცვალებულთა სულები მიწაზე ეშვებიან ოჯახთან და ახლობლებთან შესახვედრად
7 / 10
მექსიკელები მიცვალებულთა დღისათვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან
8 / 10
მოსკოვში ფესტივალზე შესანიშნავი გარემო იყო. ფესტივალზე უკრავდნენ მექსიკელი მუსიკოსები, ასევე გაიმართა "მიცვალებულთა ცეკვები"
9 / 10
კარნავალზე მოსკოველებმა და ქალაქის სტუმრებმა ნამდვილი მექსიკური სადღესასწაულო გარემო შეიგრძნეს
10 / 10
აღლუმზე უამრავი ადამიანი მივიდა მოხატული სახეებითა და ლამაზი კოსტიუმებით