ზუგდიდში 14 წლის მოზარდს დენმა დაარტყა

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი სპორტსმენი იყო და ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისში იუსტიციის სახლთან დაკავებული მოზარდი 80 ქურდობაში ამხილეს

შემთხვევა სოფელ ორსანტიაში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი უმცროს ძმასთან და თავის თანასოფლელებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძზე ავიდა და დენმა დაარტყა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების განცხადებით, მოზარდი სპორტსმენი იყო და ბოძზე სავარჯიშოდ ავიდა.