ზუგდიდში თაგვებმა კინაღამ მისაღები გამოცდები ჩაშალეს

როგორც ერთ-ერთი აბიტურიენტი აცხადებს, თაგვების აუდიტორიაში გამოჩენამ აბიტურიენტების ყურადღება მიიპყრო და მათმა ნაწილმა წერაც კი შეწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ორმა თაგვმა კინაღამ ჩაშალა მისაღები გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ტარდებოდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ პორტალ  edu.aris.ge-ზე დაყრდნობით.

როგორც ერთ-ერთი აბიტურიენტი აცხადებს, თაგვების აუდიტორიაში გამოჩენამ აბიტურიენტების ყურადღება მიიპყრო და მათმა ნაწილმა წერაც კი შეწყვიტა. სულ გამოცდას 428 აბიტურიენტი აბარებდა. 

ცენტრის წარმომადგენლებმა დაუპატიჟებელი სტუმრები აუდიტორიიდან გაიყვანეს და გამოცდა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2 ივლისს დაიწყო.