მერია მიწისქვეშა პარკინგებით ბიზნესის დაინტერესებას ცდილობს

თბილისის მერიამ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა ხელმეორედ გამოაცხადა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ
Sputnik

„ვისაც კონკრეტული პროექტი ექნება, მათ საკუთრებაში ამ მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადავცემთ. ასე რომ, მგონია საკმაოდ დიდი იქნება ინტერესი“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა ვაკეში, კერძოდ, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მომდებარე ტერიტორიებზე იგეგმება. ჯამში, სამივე ლოკაციაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.