ცხელი ზაფხული – საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების რეკორდი დამყარდა

დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ძლიერი სიცხის გამო საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ნათქვამია კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიცხე 5 ივლისამდე გაგრძელდება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40-43 გრადუსს აღწევს, დასავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსს. თბილისში ორშაბათსა და სამშაბათს 38-40 გრადუსი დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: როგორ დავაღწიოთ თავი ზაფხულისთვის დამახასიათებელ ინფექციებს>>>

უწყების ცნობით, საქართველოში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მოხმარება 1,92 ათასი მეგავატი, რაც 80-იანი წლების შემდეგ ზაფხულის პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

„ბოლო პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, საქართველოს ენერგოსისტემაში საგრძნობლად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. მოხმარების აღნიშნული მაჩვენებელი 12%-ით აღემატება შარშანდელი ანალოგიური პერიოდის სიდიდეს", — აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, მზეზე დიდხანს არ გაჩერდნენ და ჰაერის მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გრილ ადგილს შეაფარონ თავი. დღისით სახლის პირობებში ტემპერატურა 32 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს, ღამით კი 24%-ს.

ამასთან, ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური აქტიურობისგან.

Как на сковородке: жаркое лето в Грузии

სიცხე ნეგატიურად მოქმედებს ნებისმიერ ადამიანზე, მაგრამ ყველაზე მეტად იგი საშიშია 75 წელს ზემოთ ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისთვის და სპორტსმენებისთვის.

სპეციალისტები მოსახლეობას დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღებას ურჩევენ.