WizzAir-მა ახალი მიმართულებით ფრენა დაიწყო

დღევანდლამდე WizzAir-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ფრენებს 14 ქვეყანაში ახორციელებდა 20 მიმართულებით.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ავიაკომპანია WizzAir მა რეგულარული რეისები დაიწყო მარშრუტით ბუქარესტი-ქუთაისი-ბუქარესტი, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-გვერდზე.

აეროპორტის ინფორმაციით, ახალი მიმართულებით პირველი რეისი უკვე შესრულდა სამშაბათს. 

„რამდენიმე წუთის წინ ბუქარესტიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში ქართული ღვინოები დაურიგდათ“, — ნათქვამია სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.  

რუმინეთი-საქართველოს მიმართულებით ავიარეისები კვირაში სამჯერ — სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით შესრულდება.

დღევანდლამდე WizzAir-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ფრენებს 14 ქვეყანაში ახორციელებდა 20 მიმართულებით.