ელტონ ჯონი და საქართველო

Sputnik

შეკვეთილში ელტონ ჯონის კონცერტი, როგორც იქნა, გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები ცნობილი მომღერლის კონცერტიდან.

ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგა. გამოსვლის შემდეგ მან მაყურებლების მიმართულებით ტრადიციულად ისროლა დრამის ჯოხი, რომელიც ერთ-ერთმა მსმენელმა დაიჭირა. ელტონ ჯონმა კონცერტზე შეასრულა ბოლო სტუდიურ ალბომში Wonderful Crazy Night შესული სიმღერები, ასევე ძველი ჰიტები, მათ შორის Sorry Seems to Be the Hardest Word. ბისზე კი ლეგენდარულმა მუსიკოსმა იმღერა Candle in the Wind.

1 / 8
ბრიტანელმა მოღერალმა ელტონ ჯონმა საქართველოში პირველი კონცერტი შეკვეთილში გამართა
2 / 8
ქართველი მსმენელის წინაშე ელტონ ჯონმა შეასრულა ბოლო სტუდიურ ალბომში Wonderful Crazy Night შესული სიმღერები, ასევე ძველი ჰიტები, მათ შორის Sorry Seems to Be the Hardest Word
3 / 8
ბისზე კი ლეგენდარულმა მუსიკოსმა იმღერა Candle in the Wind
4 / 8
ელტონ ჯონის კონცერტი სამთავრობო პროექტის Chеck in Georgia ფარგლებში გაიმართა
5 / 8
ელტონ ჯონმა საქართველოში ორი კონცერტი გამართა 30 ივნისს და 1 ივლისს. ორივე დღეს საკონცერტო სივრცე გადავსებული იყო, მიუხედავად ბილეთების სიძვირისა
6 / 8
კონცერტამდე "საქართველოს რკინიგზამ" მგზავრთა მოთხოვნით დამატებითი მატარებლები და რეისები დანიშნა თბილისიდან შეკვეთილის მიმართულებით
7 / 8
კონცერტის დასასრულს ელტონ ჯონმა ტრადიციას არ უღალატა და მსმენელების მიმართულებით დრამის ჯოხი გაისროლა, რომელიც ერთ-ერთმა იღბლიანმა დაიჭირა
8 / 8
ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის კონცერტები საქართველოში მაინც გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში მან ოფიციალურად დაასრულა გასტროლები მსოფლიო ტურნეს შემდეგ