ხაშურში ორი 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მოქალაქისგან შევიდა, რომელმაც საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ხაშურში, სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალსაცავში ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი აღმოჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნულ სამსახურში შეტყობინება მოქალაქისგან შევიდა, რომელმაც ხელოვნურ საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ ადგილობრივი პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.