მარნეულში შვიდი დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცი 25 ივნისს საბანაოდ შევიდა მდინარეში და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხაშურში ორი 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც 25 ივნისს გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის პირას მეგობრები ქეიფობდნენ, მამაკაცი მტკვარში საბანაოდ ნასვამი შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შვიდი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.