ბრაზილიის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

ვინ იქნება ბრაზილიელების მეტოქე, ბელგია–იაპონიის დაპირისპირების შემდეგ გაირკვევა
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ბრაზილიის ნაკრებმა მექსიკას 2:0 სძლია და რუსეთში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა. 

გოლების ავტორიები არიან ნეიმარი (51–ე წუთი) და რობერტო ფირმინო (88–ე).

ბრაზილიელების მეტოქე მეოთხედფინალში, რომელიც 6 ივლისს ყაზანში გაიმართება, ორშაბათს, ბელგიისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირების შედეგად გაირკვევა.