თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თელავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს გზის გადაკვეთის მცდელობის დროს დაეჯახა. დაშავებული მძიმე მდგომარეობაში თელავის საავადმყოფოშია მოთავსებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახალგაზრდა 20 წლისაა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. მას სათანადო გამოკვლევები უტარდება.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, შსს–ს ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის შემდეგ არ მიმალულა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.