თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს ოთხშაბათს, 4 ივლისს წვიმიანი ამინდი ელოდებათ.
მზე 05:44 საათზე ამოვა და 20:51 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 23 გრადუსს მიაღწევს, დღისით კი მაქსიმალური 27 გრადუსი იქნება. ღამით ხანმოკლე ნალექია ნავარაუდევი, დღისით კი მზიანი ამინდი, მცირე ნალექით. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.