ვინ აგებს პასუხს საგზაო უსაფრთხოებაზე

საქართველოში საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალური სტრუქტურა უნდა შეიქმნას, მიაჩნია „საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარეს დავით მესხიშვილს.
Sputnik

„თუ ადამიანმა სიჩქარეს გადააჭარბა, ან ნასვამი მოხვდა საჭესთან, ეს არის უკვე შედეგი. ხოლო ამის პრევენციისთვის არაფერი კეთდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც ამაზე პასუხს აგებს“, — უთხრა დავით მესხიშვილმა „Sputnik–საქართველოს“.

„საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის" თავმჯდომარის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 520 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 ათასამდე დაშავდა.