უჩვეულო და შთამბეჭდავი შადრევნები

Sputnik

შადრევნები — ეს სხვადასხვა სკულპტურული ფორმებიდან გამომდინარე წყლისგან მიღებული სილამაზეა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი შადრევნების სურათები.

შადრევნები უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ქალაქების ისტორიაში საპატიო ადგილს იკავებენ. დიდი შადრევანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ოდითგანვე ქალაქის სიმდიდრეზე მეტყველებდა.

1 / 7
Swarovski-ს პირველი ქარხნის ადგილზე 1995 წელს კრისტალების მიწისქვეშა მუზეუმის კომპლექსი გაიხსნა. მუზეუმის შესასვლელთან განთავსებული "სვაროვსკის შადრევანი", რომელსაც გოლიათის თავის ფორმა აქვს, ბალახითაა დაფარული. გოლიათის თვალები მწვანე კრისტალებისგანაა გაკეთებული, ხოლო მისი პირიდან წყალი გადმოედინება და პატარა ჩანჩქერს წარმოქმნის
2 / 7
პარიზში თანამედროვე შადრევანი ტროკადერო ყოველ დილით "დიდ ბალეტს" მართავს. ეს პარიზის ყველაზე შთამბეჭდავი შადრევანი და ეიფელის კოშკის ღირსეული "ძმა" არის
3 / 7
სიმდიდრის შადრევანი - ეს მსოფლიოს ყველაზე დიდი შადრევანია და გინესის რეკორდების წიგნში შედის. სიმდიდრის შადრევანი ფენ-შუის ყველა წესის დაცვითაა აგებული, წყალი კი კეთილდღეობისა და ბარაქის ამოუწურავ წყაროდ მიიჩნევა. დღის განმავლობაში წყალი ოთხჯერ წყვეტს დენას "წყალთან შეხების სესიისათვის", რა დროსაც მსურველები შედიან შადრევნის ცენტრში და იღბალისათვის მონეტას აგდებენ
4 / 7
შადრევანი "გეიზერის" მთავარი შემადგენელი ნაწილია ოთხი ცხენის სკულპტურული ჯგუფი, რომლებიც წლის ოთხ დროს განასახიერებენ. ამიტომ კონსტრუქციას კიდევ ერთი დასახელება გააჩნია - შადრევანი "წლის ოთხი დრო". პროექტის ავტორი ცნობილი სკულპტორი და მხატვარი ზურაბ წერეთელია
5 / 7
"მშრალი შადრევანი" მოსკოვის ხელოვნების პარკში "მუზეონი". ეს შადრევანი განსაკუთრებულია იმით, რომ წყლის ჭავლი პირდაპირ ასფალტიდან ამოიფრქვევა. ასეთი ორიგინალური ფორმის კონსტრუქცია მასში გავლის საშუალებას იძლევა, რაც ცხელ ამინდებში საკმაოდ ხშირადაც ხდება. დაბნელების დროს კი შადრევანი სხვადასხვა ფერებში ნათდება
6 / 7
შადრევანი დუბაი განთავსებულია ცათამბჯენ ბურჯ ხალიფას გვერდით. შადრევანი დუბაი მსოფლიოს ყველაზე დიდი მომღერალი შადრევანია. ყოველ წუთს წყალი 150 მეტრამდე სიმაღლეზე იტყორცნება, რაშიც დაახლოებით 80 000 ლიტრი წყალი გამოიყენება
7 / 7
ხიდი "ცისარტყელის შადრევანი" - ამ ტიპის ყველაზე გრძელი ნაგებობაა მსოფლიოში: მისი სიგრძე 1140 მეტრს შეადგენს. ხიდი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე გრძელი ხიდი-შადრევანი. შადრევნები ხიდის ორივე მხარესაა განთავსებული. გადმოფრქვეულ წყალს ნათელ ფერებში ანათებენ და ცისარტყელის ეფექტს ქმნიან. შებინდებისას შუქების შოუს მუსიკითაც აფორმებენ