„ერთხელ, როდესაც გადასაღებად ვიყავით მეთოჯინესთან, მომეწონა მისი ნახელავები და ვკითხე რა მასალისგან აკეთებდა“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ არჩილ ვაჟიკაშვილმა.
არჩილ ვაჟიკაშვილი — ტელეოპერატორი, მუშაობს „მაესტროში“, გატაცებულია თოჯინების შექმნით და ახლახან პარლამენტში გამართულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.