საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქურდობის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს

მოპარულ ნივთებს შორისაა 10 მობილური ტელეფონი, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ნივთები.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik.  სამართალდამცველებმა შიდა ქართლსა და სამეგრელოში  ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა., ქურდობის ბრალდებით, გორში დააკავეს.  

შსს-ს „ნადავლი“: წლის დასაწყისიდან 132 ძებნილია დაკავებული

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გორში, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთები და ტელევიზორი მოიპარა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ტელევიზორი და ე.წ. რესივერი გორში, ერთ-ერთ ლომბარდიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო ალუმინის ჭურჭელი სოფელ მეჯვრისხევში, ფერადი ლითონების ჩამბარებელ პუნქტში აღმოაჩინეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით სამეგრელოშიკიდევ ორი პირია დაკავებული. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმმა კი  2000 წელს დაბადებული ი.კ. და 1993 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ჯ. სენაკში დააკავეს. 

დაკავებულებმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსიდან“ 10 მობილური ტელეფონი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.