ვირუსული ვიდეორგოლი, რომელზეც მთელი ამერიკა მსჯელობს

Sputnik

აშშ-ში ფართო რეზონანსი გამოიწვია საპარსის რეკლამამ, რომელშიც ჩანს, რომ ქალბატონები თურმე მთელ სხეულზე იპარსავენ თმას. 

რეკლამა კომპანია Billie-ის დაკვეთითა დამზადებული მისი ბრენდული საპარსის შესახებ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეკლამაში ქალის სხეულის „უსიამოვნო მახასიათებელი“ აჩვენეს, ამან კი ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ვიდეორგოლი ვირუსულად გავრცელდა.