მთაწმინდაზე ეკოლოგიურად სუფთა ქართული სათამაშოების ბაზრობა იხსნება

ღონისძების მიზანია ქართული სათამაშოების პოპულარიზაცია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. მთაწმინდის პარკში 7 ივლისს ქართული წარმოების სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ატარებს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. 

თბილისში ივლისის დასაწყისში ინდური ბაზრობა გაიმართება

ღონისძების მიზანია ქართული სათამაშოების პოპულარიზაცია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგანაა დამზადებული. სულ გამოფენა-გაყიდვაში 30 ქართული საწარმო მიიღებს მონაწილეობას.

ბაზრობის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ ხის სხვადასხვა სათამაშოები, ფაზლები, საბავშვო დეკორაციები, სამაგიდო თამაშები, თოჯინები და შემეცნებით-გასართობი სათამაშოები. 

„გარდა ამისა, პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები, კერძოდ: ექსპერიმენტარიუმი, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კულინარია ბავშვებისთვის, ხატვის სივრცე, სხვადასხვა თამაშები და ა.შ. ამასთანავე გაიმართება კონცერტი“, — ნათქვამია ორგანიზატორების მკიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ.