შსს-ს „ნადავლი“: წლის დასაწყისიდან 132 ძებნილია დაკავებული

უწყების ინფორმაციით, კახეთში დაკავებულია 2015 წლიდან ძებნილი პირი, რომელსაც განზრახ მკვლელობა და დამამძიზმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს შიზნაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნახევარი წლის განმავლობაში 132 ძებნილი დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა დაზნაშაულის გამო იძებნებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, ნათქვამია უწყების განცხადებაში

დაკავებულია 72 ნარკომოვაჭრე – შსს-მ ნახევარი წლის ანგარიში წარმოადგინა

სამინისტროში აზუსტებენ, რომ დაკავებულთაგან 41 პირი ქურდობისთვის, 2 — ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენებისთვის, 15 — თაღლითობისთვის, 3 — განზრახ მკვლელობისთვის, 8 — თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, 8 — ქონების მითვისებისთვის და ერთიც ყაჩაღობისთვის იძებნებოდა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, კახეთში დაკავებულია 2015 წლიდან ძებნილი პირი, რომელსაც განზრახ მკვლელობა და დამამძიზმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. 

საუბარია სოფელ ლამბალოში 2015 წლის 20 ნოემბერს მომხდარ დანაშაულზე, როდესაც ძებნილმა პირმა „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან მოკლა ერთი და მძიმედ დაჭრა მეორე ადამიანი. 

ჩადენილი დანაშაულისთვის პირს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.