ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

დაკარგულ ახალგაზრდას პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik.  ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში, 26 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეარხი „იმედი“. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი  მეზობლის ვენახში დამწვარი იპოვეს. მათივე ინფორმაციით დაკარგულ ახალგაზრდას პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა და საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია ამის შემდეგ გაირკვევა.