„დაუბრუნდი შენს ფუძეს“: ფოლკლორული ფესტივალი საქართველოს რვა რეგიონში

პროექტი „ფუძეობა“ ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარადგენის საშუალებას მისცემს
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“, რომელშიც ათი ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს რეგიონებში 21 ივლისიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

„ფუძეობა“ – ესაა კომპანია GeoTourist–ის საავტორო სოციალური პროექტი, რომელიც მიმართულია საქართველოს რეგიონული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერისკენ. ფესტივალი, რომელიც 2014 წელს დაარსდა, მიმდინარეობს სლოგანით „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“.

თბილისში მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

კონცერტები, რომლებში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები, საქართველოს რვა რეგიონში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია 21 ივლისს ბაკურიანში, 29 ივლისს – მესტიაში, 11 აგვისტოს – ყაზბეგში, 27 აგვისტოს – ამბროლაურში, 20 სექტემბერს – ნიქოზში, 6 ოქტომბერს – ფოთში, 12 ოქტომბერს – ოზურგეთში და 8 ნოემბერს – ყვარელში.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება ინდივიდუალური წარმოდგენები პოეზიის, ცეკვებისა და სიმღერების ელემენტებით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა, თეატრალური წარმოდგენები, ქართული ტრადიციული ჭიდაობა, ასევე, მსმენელის წინაშე წარდგებიან მეზურნეები, მედუდუკეები და მედოლეები.

ფესტივალზე პრიზებით დააჯილდოებენ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქართული ფოლკლორის განვითარებაში.