როგორ აღმოჩნდნენ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ტერიტორიაზე

ქართველ მესაზღვრეებს სამშობლოში რუსეთიდან დღეს დააბრუნებენ.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დაკარგულები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მესაზღვრე დაიღუპა

ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმიური დავალების შესაბამისად, საქართველო–რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად ოთხშაბათს გავიდნენ.

„გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს შსს–ში აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მესაზღვრეების ქართული მხარისთვის გადმოცემა 29 ივნისს მოხდება.

„მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.