ჭიათურაში ქვიშის კარიერზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

მამაკაცი კარიერზე ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც ჩამოშლილ ქვიშის მასაში მოყვა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში ქვიშის კარიერზე 32 წლის ხვიჩა გველესიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ტყიბულში ორი მუშა დაიღუპა

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კერძო მეწარმის მფლობელობაში არსებულ კარიერზე ტრაქტორით მუშაობდა, რა დროსაც ჩამოშლილ ქვიშის მასაში მოჰყვა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.