„ქუჩაში ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, თითქოს ჩემ გარშემო შენობები დაიშალა და დაიწყო ჩემკენ წამოსვლა. ამიჩქარდა გული, ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი გამჭყლეტდა და აღარ ვიარსებებდი. მქონდა შეგრძნება, რომ გული უნდა წამივიდეს, მაგრამ გული არ მიმდიოდა. ძლივს შევფოფხდი აფთიაქში და ვთხოვე რამე ეშველათ. წნევა გამიზომეს, მაგრამ ნორმალური მქონდა, რამდენიმე კითხვა დამისვეს, მაგრამ ვერაფერი დამიდგინეს“, – იხსენებს ნანიკო ხაზარაძე.
ჟურნალისტის თქმით, მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გაუმეორდა, ამიტომ ბოლოს ფსიქიატრთან მოხვდა, სადაც საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გაიარა.