გვენეტაძე: მითხრეს კიბო გაქვსო, ორი ოპერაცია ისე გავიკეთე, დედამ არ იცოდა

რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე საუბრობს მძიმე დაავადებაზე, რომელიც მან დაამარცხა.
Sputnik

„როდესაც მითხრეს კიბო გაქვსო, პირველი ორი ოპერაცია ისე გადავიტანე, დედამ საერთოდ არ იცოდა. დროულად მივიღე რადიკალური გადაწყვეტილებები და დავამარცხე. დღეს ამისგან თავისუფალი ვარ“, – ამბობს არსენ გვენეტაძე.

გვენეტაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებაში ძალიან დაეხმარა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარჯიში და სწორი კვება.