ავარიდოთ თავი საცობებს - თბილისელი ახალგაზრდის გენიალური მიგნება

Sputnik

თბილისურმა საცობებმა სერიოზული პრობლემა რომ შეუქმნა მოსახლეობას, არახალია. შესაბამისად, ადამიანები დაფიქრდნენ, როგორ მოხსნან პრობლემა…

და ერთმა თბილისელმა ახალგაზრდამ გენიალურ ხერხს მიაგნო: გორგოლაჭები!

დიახ, ამ ყმაწვილმა გორგოლაჭებით, სულ ცოტა, სამი პრობლემა მოხსნა: მოძრაობს სწრაფად, მოძრაობს თავისუფლად, არ სჭირდება პარკირების ადგილი.

ჰო, და კიდევ, მშვენიერი ფიზიკური ვარჯიშიც გამოსდის.