თბილისში გემრიელი და ცივი ფესტივალი გელოდებათ

ნაყინის ფესტივალს მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისური ზაფხულის ტრადიციად ქცეულ ნაყინის ფესტივალს მთაწმინდის პარკი 15 ივლისს უმასპინძლებს, განუცხადა  „Sputnik–საქართველოს" ფესტივალის პიარ-მენეჯერმა ეთო გიგიაძემ.

ნაყინის მომზადება სახლის პირობებში - მარტივი რეცეპტები

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე კომპანია, რაც ღონისძიებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

"ჩვენი ფესტივალი უკვე მეხუთედ ტარდება. ჩვენ 2014 წელს დავიწყეთ. ფესტივალში მაშინ სულ ათამდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება", — აღნიშნა გიგიაძემ.

მისი სიტყვებით, ფესტივალის ფარგლებში მონაწილე კომპანიები მრავალ საპრიზო გათამაშებას გამართავენ, რომლებიც გულგრილს არ დატოვებენ ღონისძიების სტუმრებს. ყველაზე პატარა აუდიტორიას კი ანიმატორები და იუმორისტული შოუ ელოდება.

ნაყინის ფესტივალზე სტუმრები დააგემოვნებენ როგორც ტრადიციულ, ისე ახალ, ორიგინალური გემოს ნაყინებს.