მოსახლეობის საყურადღებოდ: საქართველოში სიცხე 40 გრადუსს გადააჭარბებს

თბილისში, განსხვავებით დანარჩენი საქართველოსგან, შედარებით დაბალი ტემპერატურაა ნავარაუდევი, თუმცა მაინც ძალზე ცხელი ამინდი იქნება.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას და სტუმრებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მომატების შესახებ აფრთხილებს.

ხუთშაბათიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის 39-41 გრადუსამდე მომატება, აღმოსავლეთ საქართველოში – 36-41 გრადუსამდე, ნათქვამია სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ასეთი სიცხე 3 ივლისამდე გაგრძელდება.

სინოპტიკოსები თბილისში 37-39 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.