რატომ შეისყიდა სებ-მა სამ დღეში 20 მლნ დოლარი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლარის შესყიდვით ლარის მკვეთრ გამყარებას შეუშალა ხელი, მიაჩნია საბანკო პროდუქტების ექსპერტს დავით კიკვიძეს.
Sputnik

„ტურისტული სეზონი დაიწყო და დოლარის დიდი ოდენობით შემოდინება არის ნავარაუდევი, რასაც ლარის გამყარება მოჰყვება ხოლმე. ეროვნულმა ბანკმა კი დოლარის შესყიდვით ლარის ზედმეტად გამყარების პრევენცია მოახდინა“, — განუცხადა დავით კიკვიძემ „Sputnik–საქართველოს“.

2018 წლის 22 და 25 ივნისს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯამში 20 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.