„ეს არის რეალურად სამი მიმართულება, რომელიც ერთმანეთს ავსებს“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.
საქართველოს პარლამენტმა დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში გააგრძელებს, სამი კვირის თავზე კი მამუკა ბახტაძე ახალ სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს.