თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთში, გერმანიის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო და რუსეთში მსოფლიო პირველობაზე ბრძოლა დაასრულა.
ოთხშაბათს ყაზანში გერმანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სამხრეთ კორეის გუნდს დაუთმო — 0:2. F ჯგუფიდან პლეი-ოფში შვედეთისა და მექსიკის გუნდები გავიდნენ.
შვედეთის ნაკრებმა F ჯგუფის მესამე ტურის მატჩში მექსიკის გუნდი ანგარიშით 3:0 გაანადგურა.
შვედებმა და მექსიკელებმა თითო ექვსი ქულა დააგროვეს და მომდევნო რაუნდში გადასვლა შეძლეს.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ბოლო ოთხი ტურნირიდან ბოლო სამზე ჯგუფიდან არ გასულან: საფრანგეთი 2002 წელს, იტალია 2010-ში და ესპანეთი 2014-ში.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.
მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.