თბილისში ივლისის დასაწყისში ინდური ბაზრობა გაიმართება

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ინდურ კულტურასთან შეხების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. დედაქალაქში 1 და 2 ივლისს ინდურ რესტორანში Khushi ინდური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისში გემრიელი და ცივი ფესტივალი გელოდებათ

ბაზრობის სტუმრები შეძლებენ დაათვალიერონ და შეიძინონ ტრადიციული ინდური სამოსი, სამკაულები, მათ შორის ცხვირის საყურე, დეკორატიული ნაკეთობები, სხვადასხვა არომატის ჩხირები და მრავალი სხვა ნივთი.

ამას გარდა, შესაძლებელი იქნება მეჰენდის ხელოვნებასთან — ინით ხელების მოხატვასთან შეხება.

გამოფენა-გაყიდვის სტუმრები შეძლებენ ინდური ცივი სასმელებისა და ჩაის დაგემოვნებას.

მისამართი: თამარ მეფის 29. ბაზრობის ორგანიზატორია კომპანია Indian House. დასწრება თავისუფალია.