საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოძრაობა აღდგენილია

საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმართულებით გზაზე ჩამოსული მეწყრის გამო დაწესებული დროებითი შეზღუდვები მოხსნილია
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით საქართველო-თურქეთის საზღვარზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება პირველი არხი.

40 კგ-მდე ოქრო, ვერცხლი და ავტომობილის ნაწილები – „სარფში" აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს >>

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის მხარის თხოვნით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე, ქვეითთა გადაადგილება.

შეზღუდვის მიზეზი მეწყრის შედეგად სარფი-ტრაპიზონის გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლა გახდა.

ამჟამად გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.